ჰერპესი

კატეგორია: სგგი

რა არის ჰერპესი?

  • ჰერპესი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და, როგორც წესი, სექსუალური გზით გადაეცემა;
  • დაავადება გამოწვეულია ინფექციით, რომელსაც ჰერპესის ვირუსს უწოდებენ. ჰერპესის 2 სახეობა არსებობს:
  1. რომელიც იწვევს ჰერპესს უმეტესად პირის ღრუში. თუმცა ორალური სექსის შედეგად ის შეიძლება გადაედოს ადამიანს და გავრცელდეს გენიტალიებსა და ანუსში;
  2. რომელიც იწვევს ჰერპესს გენიტალიებსა და ანუსში, თუმცა ორალური სექსის შედეგად ამ ტიპის ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ჰერპესი პირის ღრუში;
  • როდესაც ადამიანს აქვს აქტიური გამონაყარი, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს ვირუსი. ბევრ ადამიანს, ვისაც აქვს ჰერპესის ვირუსი, საერთოდ არ ახასიათებს გამონაყარი.

როგორ ხდება ჰერპესით დაიფიცირება?

  • უმეტესად ჰერპესის გადადება ხდება დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით, როდესაც ამ ადამიანს აქვს გამონაყარი, ქავილი და წვა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მას მალე ექნება გამონაყარი. თუმცა ისეც ხდება ხოლმე, რომ ადამიანს საერთოდ არ აქვს ჰერპესის სიმპტომები, მაგრამ მაინც შეუძლია მეორე ადამიანს ვირუსი გადასდოს;
  • აუცილებელი არ არის სექსუალური აქტის ქონა დაინფიცირებულ ადამიანთან, ჰერპესი კანიდან კანზე კონტაქტითაც გადადის;
  • ჰერპესის გადადება შეიძლება კოცნითაც მოხდეს, თუ მეორე ადამიანს აქვს ვირუსი. ჰერპესი შეიძლება გავრცელდეს ორალური სექსის მეშვეობითაც;
  • ჰერპესის გავრცელება შესაძლებელია საერთო სექსუალური სათამაშოს გამოყენებითაც, თუ ყოველ ჯერზე არ გაასუფთავებ ან ახალ კონდომს არ გამოიყენებ;
  • თუ დაინფიცირებულ ადგილას ხელს მოიკიდებ და შემდეგ ხელის დაბანის გარეშე შეეხები შენი სხეულის სხვა ნაწილს, ჰერპესი შეიძლება ამ გზითაც გავრცელდეს შენივე სხეულის სხვა ნაწილებზე;
  • ორსულ ადამიანს შეუძლია ჰერპესის ბავშვისთვის გადაცემა;

როგორ მივხვდე, რომ ჰერპესი მაქვს?

  • ბევრ ადამიანს საერთოდ არ აქვს გამონაყარი, მიუხედავად მათ ორგანიზმში ჰერპესის ვირუსის არსებობისა;
  • თუ გამონაყარი აღინიშნება, ის ჩნდება ვირუსის გადადებიდან 2-20 დღის შემდეგ. გამონაყარის გაჩენამდე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ქავილის შეგრძნება გამონაყარის ადგილას;
  • როდესაც ადამიანს აქვს პირველი გამონაყარი, თავდაპირველად თავს შეიძლება სუსტად გრძნობდეს, ჰქონდეს სიცხის მსგავსი შეგრძნება, კუნთების ტკივილი და ტკივილი შარდვისას;

როგორ ხდება ჰერპესზე ტესტირება?

  • თუ შეამჩნევ ცვლილებებს პირის ღრუსა და გენიტალიებზე, რაც შენთვის უჩვეულოა, სასურველია, დაუყოვნებლივ მიმართო ექიმს. ექიმი შეამოწმებს გამონაყარს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და აიღებს ნაცხს, რათა გამოჩნდეს, არის თუ არა ეს ჰერპესი;
  • ჰერპესის გამოსავლენად შესაძლებელია სისხლის ანალიზის გაკეთებაც.

რა ხდება, თუ ჰერპესის ტესტის პასუხი დადებითია?

  • მიუხედავად იმისა, რომ ჰერპესი ბოლომდე არ იკურნება, არსებობს მკურნალობა, რომელიც გამონაყარს ამსუბუქებს;
  • ექიმი გამოგიწერს შესაბამის წამლებს, რომელიც უნდა მიიღო მაშინვე, როგორც კი გამონაყარის სიმპტომები გაჩნდება;
  • დროთა განმავლობაში გამონაყარის სიხშირე იკლებს, ზოგ ადამიანს ის თვეში ერთხელ, ზოგს კი წელიწადში ერთხელ აწუხებს მხოლოდ;
  • გამონაყარის გაჩენას შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთმა გარემოებებმა, როგორიცაა: დაღლილობა, სტრესი, ცუდი კვება, მზეზე დიდხანს ყოფნა, კონკრეტული წამლების მიღება, ორსულობა.

როგორ შევამცირო ჰერპესის გადაცემის ან შეძენის შანსი?

  • მიიღე ინფორმირებული გადაწყვეტილებები, დაელაპარაკე შენს პარტიონრს სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებზე და გამოიყენე უფრო უსაფრთხო კონტრაცეფციის მეთოდები;
  • კონდომი არ ფარავს გენიტალიების მთლიან ტერიტორიას, ამიტომ ეს მეთოდი ისეთი ეფექტური არაა, როგორც სხვა სგგი-ის შემთხვევაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ამცირებს ვირუსის გადაცემის ან შეძენის შანსს;
  • თუ იყენებ საერთო სექსუალურ სათამაშოს, დარწმუნდი, რომ გაასუფთავე ის ყოველი სექსუალური აქტივობის შემდეგ, ან ყოველ ჯერზე ახალი კონდომი გამოიყენე;
  • ჰერპესის გადადების შანსი უფრო მეტია, როდესაც ადამიანს აქვს გამონაყარი, თუ გამონაყარი პირის ღრუშია, თავი აარიდე ორალურ სექსს, თუ გამონაყარი გენიტალიებზეა, თავი შეიკავე ვაგინალური სექსისგან;
  • თუ გაქვს ჰერპესი, დაელაპარაკე შენს ექიმს შესაძლო მკურნალობაზე.

სასარგებლო რჩევები:

  • გამანაყარის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართე ექიმს;
  • გენიტალიებზე გამონაყარის შემთხვევაში, ატარე ბამბის ტრუსები და არ ჩაიცვა ტრუსი ძილის დროს, მოერიდე ვიწრო შარვლებსაც;
  • ეცადე, ნაკლები დრო გაატარო მზეზე;
  • გამონაყარზე შეხების შემთხვევაში, აუცილებლად დაიბანე ხელი.
წყარო: teenhealthsource.com