ჯანსაღი ურთიერთობები

კატეგორია: ძალადობა

როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობებზე, ხშირად წარმოვიდგენთ ხოლმე დაქორწინებულ წყვილს, რომელიც უკვე დიდი ხანია ერთადაა. მართალია, ასეთი ურთიერთობები ხშირია, თუმცა არსებობს ურთიერთობის სხვა ტიპებიც.

როგორია ურთიერთობა?

სიმართლე ისაა, რომ დადგენილი წესები არ არსებობს. ალბათ, ხართ ღია ურთიერთობაში ან აირჩიეთ, რომ ამ ეტაპზე არ გქონდეთ სექსი? რამდენადაც აკეთებთ არჩევანს და ბედნიერი ხართ ამ არჩევნით, ეს ქმნის კარგი ურთიერთობის საფუძველს.

ურთიერთობაში მყოფი ადამიანებიც შეიძლება განსხვავდებოდნენ. შეიძლება ერთად იყვნენ სხვადასხვა (ჰეტეროსექსუალი), ერთი და იგივე სქესის ადამიანები (ჰომოსექსუალი) ან ორივეს ნაზავი (ბისექსუალი). ზოგიერთ ურთიერთობაში ორზე მეტი ადამიანია, მაშინ, როდესაც სხვა ურთიერთობებში შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ასაკისა და წარმომავლობის/გამოცდილების ადამიანები.

როგორია კარგი ურთიერთობა?

ხშირად ურთიერთობები განსხვავდება გარედან, თუმცა ყოველი მათგანის საფუძველი რთი და იგივე რამ უნდა იყოს. კარგად დააკვირდით ნებისმიერ კარგ ურთიერთობას და შეამჩნევთ, რომ ის ეფუძნება პატივისცემას, პატიოსნებას, ნდობასა და კომუნიკაციას. ეს ცოტა რთული შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ, თუ ისე მოექცევით ერთმანეთს, როგორც გინდათ, რომ თავად მოგექცნენ, ყველაფერი მარტივად გამოვა.

უნდა გვქონდეს თუ არა სექსი?

გქონდეს თუ არა სექსი, ეს ძალიან პირადული გადაწყვეტილებაა და ორივეს სწორად უნდა მიგაჩნდეთ. ეს ცნობილია სექსუალური თანხმობის სახელით. ეს თანხმობა საჭიროა ყოველთვის, როცა გაქვთ სექსი ან ნებისმიერი სახის სექსუალური ქცევისას.

თუ თავს ნებისმიერი სახის სექსუალური შევიწროვების ობიექტად მიიჩნევთ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, არ ხართ მზად ამისთვის. ძლიერ ურთიერთობაში უნდა შეგეძლოთ საუბარი თქვენს გრძნობებზე და პატივი სცეთ ერთმანეთის გადაწყვეტილებას სექსის შესახებ, რომელ ეტაპზეც არ უნდა იყოთ.

„ჩემს მეჩვიდმეტე დაბადების დღეზე მეგობარმა ბიჭმა მკითხა, თუ მინდოდა სექსი. უარი ვუთხარი, რადგან მზად არ ვიყავი. მითხრა, რომ ჩემი ესმის, რის გამოც პატივს ვცემ, რადგან ვიცი, რომ მართლა უნდოდა, სექსი გვქონოდა,“ – ეში.

შეგიძლიათ არ გქონდეთ სექსი რელიგიური მიზეზების გამო ან უბრალოდ იმიტომ, რომ არ გინდათ. ბევრი ადამიანი ბედნიერია ისეთ ურთიერთობაში, სადაც არ აქვთ სექსი.

უსაფრთხო სექსი

თუ დადგება დრო, როცა სექსუალური ურთიერთობა უნდა დაიწყოთ, იმის ცოდნა, როგორ დაიცვათ თავი არასასურველი ორსულობისა და სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან (მათ შორის, აივ ინფექციისგან), დაგეხმარებათ, მოდუნდეთ.

დაიმახსოვრეთ, რომ სექსისთვის მზადყოფნა გულისხმობს კომფორტულად საუბარს იმაზე, თუ რომელი კონტრაცეპტივის გამოყენება გირჩევნიათ და კონდომის გამოყენებისთვის მზადყოფნა, რათა თავი დაიცვათ სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან.

არგუმენტებთან გამკლავება

თქვენთვის სწორი ურთიერთობის ტიპისა და, შესაბამისად, სწორი ადამიანების პოვნისთვის ხშირად დრო და ძიებაა საჭირო. ყველა ურთიერთობაშია აღმასვლები და დაღმასვლები და იმის სწავლა, თუ როგორ მოაგვაროთ ეს დაღმასვლები, ხშირად განსაზღვრავს, რომ პარტნიორობა ხდება ძლიერი.

მიჰყევით ქვემოთ მოყვანილ ნაბიჯებს, რაც დაგეხმარებათ, იმსჯელოთ პრობლემებზე:

  • კარგი კომუნიკაცია ნიშნავს ლაპარაკსა და მოსმენას, ამიტომ მიეცით ადამიანს ლაპარაკის საშუალება;
  • გამოიყენეთ კითხვები, როცა პასუხობთ, რათა დაანახოთ, რომ ითვალისწინებთ მათ შეხედულებებს;
  • როცა თქვენი ჯერია, საუბრისას იყავით გულწრფელი და ნუ წაუყენებთ ბრალდებებს;
  • საუბრისას გამოიყენეთ „მე“ და არა „შენ“. მაგალითად: „ძალიან მიჭირს, როცა არ მითვალისწინებ შენს სოციალურ გარემოში“ და არა „ყოველთვის განზე მწევ საუბრისას, როცა სადმე მივდივართ“.

დაშორების დროა?

ძნელია, მიხვდე, როდის უნდა შეწყვიტო ურთიერთობა. თუმცა, როცა გრძნობ, რომ აღმასვლაზე მეტი დაღმასვლაა, შეიძლება ჯობდეს, დაშორდე.

საბოლოოდ, მხოლოდ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, როდის ჯობია დაშორება, მაგრამ, თუ ეცადეთ ვითარების გამოსწორებას და უმეტესად მაინც არ ხართ ბედნიერი, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს.

როგორია ცუდი ურთიერთობა?

არსებობს რაღაცები, რაც არასდროს არ უნდა იყოს ურთიერთობაში. ეს შეიძლება იყოს არაგულწრფელობა, ემოციური და სექსუალური ჩაგვრა. ქვემოთ წარმოდგენილი ნიშნები დაგეხმარებათ, ამოიცნოთ არაჯანსაღი ურთიერთობა.

თუ თქვენი პარტნიორი მუდმივად:

  • გასევდიანებთ და თავს უსარგებლოდ გაგრძნობინებთ;
  • გაძალებთ ისეთი რაღაცების გაკეთებას, რისი გაკეთებაც არ გინდათ;
  • უადგილოდ ეჭვიანობს;
  • ცდილობს, აკონტროლოს თქვენი ცხოვრების სხვადასხვა მხარე (ვის ხვდებით ან რა გაცვიათ).

დახმარების მიღება არაჯანსაღ ურთიერთობაში

ჩაგვრაზე საუბარი არასდროს არ არის ადვილი, თუმცა, ალბათ, ყველაზე ძნელი საკუთარ თავთან აღიარებაა. შემდეგი ნაბიჯია, ვინმესთვის თქმა. არ ხართ ვალდებული, ამას მარტო გაუმკლავდეთ. ადამიანები დაგეხმარებიან, მიიღოთ საჭირო დახმარება. იფიქრეთ ნათესავებზე, მეგობრებზე ან მასწავლებლებზე, რომლებიც მხარში დაგიდგებიან და მზად იქნებიან, დაგეხმარონ.