ძალაუფლებისა და კონტროლის ბორბალი

კატეგორია: ძალადობა

ფიზიკური და სექსუალური ძალადობა ან მუქარა მათი ჩადენის შესახებ ოჯახური ძალადობის ყველაზე შესამჩნევი ფორმებია და საშუალებას აძლევს სხვებს, დაინახონ ისინი. თუმცა, მუდმივად სხვა სახის ძალადობრივი მოქმედებები, რომელსაც თან ახლავს ფიზიკური ინციდენტები, ძალადობის გაცილებით დიდ სისტემას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები შეიძლება მხოლოდ ერთხელ ან პერიოდულად ხდებოდეს, ისინი მაინც წარმოადგენს მომავალი თავდასხმის მუქარას და მოძალადეს აძლევს საშუალებას, კონტროლი დაამყაროს ქალის ცხოვრებაზე.

ძალაუფლებისა და კონტროლის დიაგრამა სასარგებლო ინსტრუმენტია, რათა გავიგოთ ძალადობისა და ძალადობრივი ქცევის საერთო ნიმუში, რომელსაც მოძალადე იყენებს თავისი პარტნიორის წინააღმდეგ, რათა მასზე კონტროლი დაამყაროს. ძალიან ხშირად, ერთ ან მეტ ძალადობრივ ინციდენტს თან ახლავს სხვადასხვა ტიპის ძალადობა. ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობასთან შედარებით, ისინი ძნელად შესამჩნევია, თუმცა მყარად ახდენენ ძალადობის მოდელის ჩამოყალიბებას.

ძალაუფლებისა და კონტროლის ბორბალის ამოსაბეჭდი ფაილის გადმოსაწერად, დააკლიკეთ ამ ლინკს: ძალაუფლებისა და კონტროლის ბორბალი

წყარო: http://www.thehotline.org/