ჩემი სხეული – ვაგინა და საშვილოსნო

კატეგორია: ჩემი სხეული

შენი სხეული შედგება მთელი რიგი შინაგანი ორგანოებისგან, ზოგი მათგანი სიამოვნებას განიჭებს, ზოგი კი შენს სხეულს შესაძლო ორსულობისთვის ამზადებს.

ვაგინა:

  • ვაგინა არის კუნთი, რომელიც შენს გარეთა სხეულს საშვილოსნოსთან აკავშირებს;
  • როგორც წესი, ვაგინა 9-10 სანტიმეტრია, მაგრამ ფართოვდება, როდესაც აღგზნებული ხარ;
  • მენსტრუალური სისხლი ვაგინიდან გამოდის, შარდი – არა.

ბართოლინის ჯირკვლები:

  • ბართოლინის ჯირკვლები მდებარეობს ვაგინის დასაწყისში, კანქვეშ;
  • როდესაც აღგზნებული ხარ, ეს ჯირკვლები სითხეს (ბუნებრივ ლუბრიკანტს) გამოყოფენ, რომელიც ვაგინასა და ვულვაზე შეხებას უფრო სასიამოვნოს ხდის, ისევე, როგორც თვითონ სექსუალურ აქტს.

საშვილოსნოს ყელი:

  • საშვილოსნოს ყელი მდებარეობს ვაგინის ბოლოში;
  • იგი იმის მიხედვით გამოყოფს სითხეს, მენსტრუალური ციკლის რომელ ფაზაში ხარ და აღზნებული ხარ თუ არა.

საკვერცხეები:

  • შენ გაქვს ორი საკვერცხე;
  • ისინი გამოყოფენ კვერცხუჯრედებს, რომლებიც თვეში ერთხელ თავისუფლდებიან პოტენციური განაყოფიერებისთვის;
  • თუ გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი განაყოფიერდა სპერმის მიერ, დგება ორსულობა.

ფალოპის მილები:

  • ფალოპის მილები საკვერცხეებთან მდებარეობს და საშვილოსნოზეა მიერთებული;
  • როდესაც საკვერხედან კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება, იგი ფალოპის ერთ-ერთ მილში გადაადგილდება ფიმბრიების, ფოჩების მსგავსი ქსოვილის, დახმარებით;
  • ფალოპის მილში არსებული კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემთხვევაში, ის, ხშირ შემთხვევაში, გადაადგილდება საშვილოსნოში და ეკვრება ენდომეტრიუმს (იხ. ქვემოთ). ასე ხდება დაორსულება.

საშვილოსნო:

  • საშვილოსნო არის კუნთოვანი, მსხლის ფორმის ორგანო, რომელსაც საშოსაც უწოდებენ;
  • საშვილოსნოში იწყება მენსტრუაციაც და ორსულობაც;
  • მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს შეუძლია გაფართოვება და ჩანასახის დატევა, ჩვეულებრივ, ის მხოლოდ მუშტის ზომისაა.

ენდომეტრიუმი:

  • ენდომეტრიუმი არის საშვილოსნოს ლორწოვანი შრე;
  • ყოველთვე შენი ენდომეტრიუმი ახლდება და სქელდება;
  • ყოველი თვის ბოლოს, მენსტრუაციის დროს, ენდომეტრიუმის ლორწოვანი შრე გამოიდევნება; სწორედ ამიტომ, მენსტრუაციის დროს გამოყოფილი სითხე უმეტესად ენდომეტრიუმია და არა სისხლი. მენსტრუაციის ფერიც იცვლება ღია წითლიდან მუქ ყავისფრამდე.

ამ სურათზე წარმოდგენილია შიდა ორგანოები, მათ შორის საშვილოსნო და ვაგინა:

შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი (მაგალითად,  ტრანსგენდერები) საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს, ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

გაითვალისწინეთ, რომ ეს სტატია შეიძლება არ მიესადაგებოდეს ყველა, განსაკუთრებით კი ინტერსექსი ადამიანის სხეულს. ინტერსექსი ადამიანები იბადებიან ისეთი მახასიათებლებით, რომლებიც არ ჯდება მდედრობითი ან მამრობითი სქესის დახასიათებაში. მეტი ინფორმაცია ინტერსექსი ადამიანების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.intersex.ge