ყველაზე ხშირად დასმული კითხვები მასტურბაციის შესახებ

კატეგორია: ჩემი სხეული

ამ აქტს უამრავი ჟარგონით მოიხსენიებენ, თუმცა, რასაც არ უნდა უწოდებდე, მასტურბაცია სრულიად ჯანსაღი და ნორმალური მოვლენაა. ეს არის საუკეთესო გზა, გაიცნო საკუთარი სხეული და რა განიჭებს სიამოვნებას.

რა არის მასტურბაცია?

  • მასტურბაცია არის საკუთარი გენიტალიების შეხება ისე, რომ სიამოვნება მიიღო;
  • მასტურბაციით შეგიძლია დაკავდე მარტოც და სხვებთან ერთადაც;
  • ზოგი მასტურბირებისას ხელს იყენებს, ზოგი – სხვა ნივთებს, მაგალითად: ბალიშს, ვიბრატორს, სექსუალურ სათამაშოს ან წყლის ჭავლს;
  • ზოგიერთი ადამიანი საკუთარ წარმოსახვას მიმართავს, რომ სექსუალური ფანტაზიები და ფიქრები დაეხმაროს მასტურბირებისას.

ვინ მასტურბირებს?

  • ადამიანების უმეტესობა მასტურბირებს, ნებისმიერი სქესის, შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, ეთნოსის, კულტურის, რელიგიისა და ასაკის, ურთერთობაში მყოფი თუ მარტოხელა ადამიანი;
  • მასტურბირებისგან თავის შეკავებაც ნორმალურია.

რატომ მასტურბირებენ ადამიანები?

  • მასტურბაცია სასიამოვნოა!
  • მასტურბაცია კარგი საშუალებაა შეიცნო საკუთარი სხეული და გაიგო რა განიჭებს სიამოვნებას;
  • მასტურბაცია გეხმარება მოემზადო სხვა ადამიანთან სექსისთვის;
  • მასტურბაცია გეხმარება სტრესის მოხსნასა და მოდუნებაში;
  • მასტურბაციის დროს არ არსებობს დაფეხმძიმებისა და სექსუალური გზით გადამდები ინფექციებით დაავადების რისკი;
  • მასტურბაციას შეუძლია მოგიხსნას პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომები.

შეიძლება მასტურბაციით დავკავდე პარტნიორთან?

  • პარტნიორთან მასტურბაცია არის საკუთარი სექსუალობის გამოხატვის შესანიშნავი გზა, ისე, რომ არ გემუქრება დაფეხმძიმებისა და სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რისკი.

შეიძლება მასტურბაცია მტკივნეული იყოს?

  • მოკლე პასუხია – არა. მასტურბაცია არ არის მტკივნეული და არც ფიზიკურად ცვლის შენს სხეულს;
  • მასტურბაციით ავად არ გახდები, არ დაბრმავდები, ზედმეტი თმა არ ამოგივა და არც შენი გენიტალიების ზომა არ შეიცვლება;
  • ზედმეტი მასტურბაციით სექსუალურ შეგრძნებებს არ დაკარგავ;
  • მასტურბაცია გავლენას არ მოახდენს შენს უნარზე მომავალში დაფეხმძიმდე, ან ვინმე დააფეხმძიმო.

რა სიხშირით მასტურბირება ითვლება ნორმად?

  • არ არსებობს ჯადოსნური რიცხვი, რამდენჯერ შეგიძლია დაკავდე მასტურბაციით დღეში ან კვირაში;
  • ზოგი ადამიანი დღეში რამდენჯერმე მასტურბირებს, ზოგი კვირაში რამდენჯერმე, სხვები – სულ სხვა სიხშირით და ასე. ყველა განსხვავებულია და მნიშვნელოვანია თავად გაარკვიო, რა მოგწონს;
  • შეგიძლია იმდენჯერ მიმართო მასტურბაციას, რამდენჯერაც გაგიხარდება, თუ ეს სხვა აქტივობებს ხელს არ უშლის.

სასარგებლო რჩევები:

თუ მასტურბაციაზე იმდენ დროს ხარჯავ, რომ მეგობრებსა და ოჯახთან დროს ვეღარ ატარებ, ან სკოლასა და სამსახურში გაქვს პრობლემები, დაელაპარაკე ექიმს.

წყარო: plannedparenthood.org