ქლამიდია

კატეგორია: სგგი

რა არის ქლამიდია?

  • ქლამიდია არის სექსუალური გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია;
  • ის შეიძლება აღმოჩნდეს საშვილოსნოს ყელში (საშვილოსნოს შესასვლელში), პენისზე, სწორ ნაწლავსა და ყელზე.

როგორ ხდება ქლამიდიით ინფიცირება?

  • ქლამიდია გვხვდება ქლამიდიით დაინფიცირებული ადამიანის სხეულის სითხეებში: სპერმა, ვაგინალური გამონადენი და ანალური სითხე;
  • ქლამიდია შეიძლება დაგემართოს ქლამიდიით უკვე ინფიცირებულ ადამიანთან დაუცველი ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსის დროს;
  • ქლამიდია შეიძლება დაგემართოს ქლამიდიით უკვე ინფიცირებულ ადამიანთან სექსუალური სათამაშოს გაზიარებით, თუ არ გაწმენდ სათამაშოს ან არ გაიკეთებ ახალ კონდომს ყოველ ჯერზე;
  • ორუსლ ადამიანს შეუძლია ქლამიდია გადასცეს ნაყოფს ორსულობისას ან ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს.

როგორ უნდა გაიგო, გაქვს თუ არა ქლამიდია?

  • შემოწმების ერთადერთი გზა არის ტესტი;
  • ბევრ ადამიანს არ აქვს სიმპტომები და არც იცის, რომ ქლამიდია აქვს. შეიძლება ქლამიდია გადასდო სხვას ისე, რომ სიმპტომები არც კი გქონდეს;
  • როგორც წესი, სიმპტომები ჩნდება დაინფიცირებიდან 2-6 კვირის შემდეგ. შეიძლება გაცილებით მეტი დროც დასჭირდეს;
  • სიმპტომები შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, სად არის ინფექცია.

შესაძლო სიმპტომები

საშვილოსნოს ყელი/ვაგინა:

  • ქავილი/გაღიზიანებული ვაგინა;
  • მტკივნეული შარდვა;
  • ვაგინალური გამონადენის ცვლილებები;
  • სისხლდენა სექსის შემდეგ ან პერიოდებს შორის;
  • ტკივილი მუცლის ქვედა/ზურგის არეში.

პენისი:

  • გამონადენი პენისიდან;
  • ქავილი ან გაღიზიანება შარდსაწვეთში;
  • მტკივნეული შარდვა;
  • ტკივილი ან ოფლიანობა სათესლე ჯირკვლებში.

ანუსი:

  • ტკივილი ან ქავილი სწორ ნაკლავში (უკანატანი);
  • სისხლდენა ან გამონადენი სწორი ნაწლავიდან;
  • მტკივნეული საჭმლის მონელება.

ყელი:

  • შესაძლო მტკივნეული ყელი ან შესიებული გლანდები, მაგრამ, როგორც წესი, არავითარი სიმპტომები.

გახსოვდეს: ქლამიდიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის სიმპტომების არქონა.

როგორ უნდა გაესინჯო ქლამიდიაზე?

  • ვაგინის შემთხვევაში, ექიმი შეამოწმებს ვაგინას და აიღებს საშვილოსნოს ყელის ნაცხს. ზოგიერთ კლინიკაში ამოწმებენ შარდის ანალიზით;
  • პაპ-ტესტი არ არის ქლამიდიის ტესტი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ერთდროულად ტარდება;
  • თუ გინდა ქლამიდიაზე შემოწმება, კონკრეტულად ქლამიდიის ტესტი მოითხოვე. არ იფიქრო, რომ ავტომატურად შეგამოწმებენ, თუნდაც მოითხოვო „ყველაფერზე შემოწმება“;
  • პენისის შემთხვევაში, აგიღებენ შარდის ანალიზს;
  • შედეგების სისწორისთვის კარგი იქნება, თუ ტესტამდე 1-2 საათი არ მოშარდავ;
  • ყელში ან სწორ ნაწლავში ქლამიდიის შემთხვევაში, იღებენ ნაცხს;
  • ორსულმა ადამიანმა შეიძლება ქლამიდია გადასდოს ნაყოფს ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს. თუ ორსულად ხარ და არ ჩაგიტარებია ქლამიდიის ტესტი, დაელაპარაკე შენს ექიმს.

რა ხდება, თუ ქლამიდიის ტესტის პასუხი დადებითია?

  • ქლამიდია იკურნება ანტიბიოტიკების მეშვეობით;
  • შენმა სექსუალურმა პარტნიორ(ებ)მაც უნდა ჩაიტაროს ტესტო. თუ არ გაიკეთებს ანალიზს, შეიძლება სხვები დააინფიციროს;
  • მნიშვნელოვანია, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ჩაიტარო განმეორებითი ტესტი. დაელაპარაკე შენს ექიმს განმეორებით ტესტზე;
  • მკურნალობის კურსის დასრულებიდან 7 დღე თავი შეიკავე სექსისგან, რათა ქლამიდია არ გადასდო შენს პარტნიორს;
  • მნიშვნელოვანია, იმკურნალო, რადგან ქლამიდიას შეუძლია გამიწვიოს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები. საშვილოსნოს ყელის შემთხვევაში, ქლამიდიამ შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, მენჯის ხანგრძლივი ტკივილი და ეკტოპური ორსულობა (გარეორსულობა). სათესლე ჯირკვლების შემთხვევაში, ქლამიდიამ შეიძლება გაზარდოს უნაყოფობის რისკი და გამიწვიოს სათესლე ჯირკვლების ტკივილი ან შესიება;
  • ქლამიდია სერიოზული ინფექციაა. თუ ტესტის პასუხი დადებითია, შეიძლება კლინიკის წარმომადგენელმა ჩაიწეროს შენი ახლანდელი და ყოფილი პარტნიორების საკონტაქტო ინფორმაცია, რათა მათაც ურჩიოს ტესტის გაკეთება. ასეთ შემთხვევაში შენს ვინაობას არ გაამხელენ;
  • შეგიძლია თავადაც დაუკავშირდე ახლანდელ და ყოფილ პარტნიორებს. თუ გინდა, ეს ანონიმურად გააკეთო, შეგიძლია გამოიყენო პროგრამა inspot.org.

როგორ შევამცირო ქლამიდიის მიღების და/ან გადაცემის რისკი?

  • მიიღე გაცნობიერებული გადაწყვეტილებები. დაელაპრაკე პარტნიორ(ებ)ს სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებსა და უსაფრთხო სექსის საშუალებების გამოყენებაზე;
  • გამოიყენე კონდომი პენისით ან სექსუალური სათამაშოთი ვაგინალური ან ანალური აქტის დროს, გამოიყენე ლატექსის ხელთათმანები ხელით შეხებისას, არ დაგავიწყდეს კონდომი ორალური სექსის დროს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ქლამიდიით ინფიცირების რისკის შემცირება;
  • თუ საერთო სექსუალურ სათამაშოს იყენებთ, დარწმუნდი, რომ ყოველი გამოყენების წინ წმენდ ან იყენებ ახალ კონდომს ყოველ ჯერზე;
  • ჩაიტარე ქლამიდიისა და სექსუალური გზით გადამდები სხვა ინფექციების ტესტი, როდესაც შენ ან შენს პარტნიორს გყავთ ახალი სექსუალური პარტნიორი. თუ ხშირად გყავს ახალი პარტნიორი, ყოველ 3-6 თვეში გაიკეთე სექსუალური გზით გადამდები ინფექციების ტესტები. თუ გაქვს ქლამიდიის ან მებისმიერი სხვა სექსუალური გზით გადამდები ინფექციის სიმპტომები, დაუყოვნებლივ ჩაიტარე ტესტი;
  • თუ ქლამიდიის ტესტზე პასუხი დადებითია, მიჰყევი შენი ექიმის მკურნალობის ინსტრუქციებს;

მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ ხდება სექსუალური გზით გადამდები ინფექციებით ინფიცირება, იხ. სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გადაცემის გზები.

სასარგებლო რჩევა

სასურველია, პარტნიორს უთხრა, თუ ქლამიდია გაქვს, რომ მანაც შეძლოს ტესტის გაკეთება.

შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი (მაგალითად,  ტრანსგენდერები) საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს, ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

საშვილოსნოს ყელის შემთხვევაში, ძირითადად, საუბარია ქალებზე, სათესლე ჯირკვლების შემთხვევაში კი – კაცებზე. თუმცა საშვილოსნოს ყელის მქონე ადამიანები თავს ყოველთვის ქალად არ აღიქვამენ, ისევე, როგორც სათესლე ჯირკვლების მქონე ადამიანები არ აიგივებენ თავს კაცებთან.

წყარო: teenhealthsource.com