უსაფრთხოა აბორტის სერვისი კლინიკებში?

კატეგორია: აბორტი

სამედიცინო დაწესებულებებში აბორტის სერვისი უსაფრთხო, მარტივი და ხშირი პროცედურაა. სერიოზული ჯანმრთელობის გართულებები, მართალია იშვიათია, თუმცა ასი პროცენტით გამორიცხული მაინც არ არის – ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში.

რა შესაძლო რისკებს ვაწყდებით ქირურგიული აბორტის დროს?

ქიურგიული აბორტი საკმაოდ ჩვეულებრივი, და ერთერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროცედურაა, რომელიც შეიძლება გაიკეთო. რისკის კუთხით, ქირურგიული აბორტის საფრთხეები არ აღემატება სხვა გინეკოლოგიურ პროცედურებს, რომლებიც ექიმის კაბინეტში ყოველდღიურად ტარდება.

თუმცა, ისევე, როგორც ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას, მასაც შეიძლება გარკვეული რისკები ახლდეს თან. პრობლემის არსებობის რისკი იზრდება იმ შემთხვევაში, თუ აბორტს გვიან გაიკეთებ, და იმაზეცაა დამოკიდებული პროცედურა სედაციით (ანესთეზიის სახეობა, როდესაც სპეციალური წამლების გამოყენებით, პაციენტის ცნობიერება ითიშება) ჩატარდება, თუ ზოგადი ანესთეზიით.

ჯანმრთელობის სერიოზული გრთულებები იშვიათია, თუმცა, გამორიცხული მაინც არ არის. მათ შორის შეიძლება:

  • აბორტის პროცედურა წარუმატებელი აღმოჩნდეს და ორსულობა გაგრძელდეს;
  • საშვილოსნოში ორსულობის შემდგომი ქსოვილების ნაწილი დარჩეს;
  • საშვილოსნოში სისხლის თრომბები გაჩნდეს;
  • ადგილი ჰქონდეს ძლიერ სისხლდენას;
  • შეიჭრას ინფექცია;
  • დაზიანდეს საშვილოსნოს ყელი, თავად საშვილოსნო, ან რომელიმე სხვა ორგანო;
  • პაციენტს ალერგიული რეაქცია ჰქონდეს გამოყენებულ მედიკამენტზე.

ეს პრობლემები ხშირი არ არის და, როგორც წესი, ადვილად გვარდება დროული ჩარევით. თუ, მაგალითად, ქირურგიულმა აბორტმა არ იმუშავა, ან ორსულობის შემდეგ ქსოვილის ნაწილები საშვილოსნოში დარჩა, შეიძლება პროცედურის თავიდან გავლა მოგიწიოს, თუმცა ეს იშვიათად ხდება.

გამონაკლის შემთხვევებში, ზოგიერთმა გართულებამ, შესაძლოა კრიტიკული ფორმები მიიღოს და ადამიანის სიცოცხლესაც კი დაემუქროს საფრთხე. აუცილებლად მიმართე ექიმს, თუ:

  • გაქვს ძალიან ძლიერი სისხლდენა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობს, და საათში თითო 6 წვეთიან ჰიგიენურ საფენს ავსებს.
  • გაქვს ისეთი ტკივილი, ან დისკომფორტი მუცლის არეში, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ვერ შველის.
  • გაქვს 38OC, ან უფრო მაღალისიცხე.

თუ აღმოაჩენ, რომ ვაგინიდან არასასიამოვნო სუნის გამონადენი გაქვს, ან ორსულობის სიმპტომებს ისევ ამჟღავნებ, აუცილებლად დაუკავშირდი ექიმს. ნებისმიერი კითხვისა თუ წუხილის შემთხვევაში, არ მოგერიდოს ექიმთან დაკავშირება.

აქვს, თუ არა აბორტს გრძელვადიანი გვერდითი ეფექტები?

როგორც უკვე ვახსენეთ, სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული აბორტი ხშირი და ეფექტური სერვისია, რომელიც უამრავ ადამიანს უტარდება უსაფრთხოდ და ხარისხიანად. იმის რისკი, რომ აბორტმა მომავალ ფეხმძიმობაზე, ან შენს ზოგად ჯანმრთელობაზე გავლენა იქონიოს მხოლოდ მაშინაა, თუ რომელიმე იშვიათმა და/ან სერიზოულმა გართულებამ იჩინა თავი და მისი მკურნალობა დროულად არ მოხდა. აბორტი არ ზრდის მკერდის კიბოთი დაავადების რისკს და არ ახდენს გავლენას შენს ფერტილობაზე; მომავალი ორსულობების დროს კი არ იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს ახალშობილში, ვადამდელ მშობიარობას, მცირე წონის შვილის გაჩენას, საშვილოსნოს გარე ორსულობას, მუცლის მოშლას, ან ახალშობილთა სიკვდილიანობას.

სერიოზული და გრძელვადიანი ემოციური პრობლემები აბორტის შემდეგ ისევე იშვიათია, როგორც – მშობიარობის შემდგომ. ამ კუთხით ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ის ადამიანები არიან, რომლებსაც ორსულობის შეწყვეტა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოუწიათ, რომლებსაც არ აქვთ მხარდაჭერა აბორტის გადაწყვეტილების მიღების გამო, ან რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ ფსიქიური ჯანმრთელობის პრობლემა. ადამიანების უმეტესობა პროცედურის შემდეგ შვებას გრძნობს.

აბორტის შედეგებისა და გართულებების შესახებ ბევრი მითი და ცრუ წარმოდგენა არსებობს. ჩვენი რჩევაა, რომ ისინი კვალიფიციურ ექიმთან, ან სამედიცინო პერსონალთან გადაამოწმო, და/ან მოიძიო პასუხები სანდო ინტერნეტ წყაროებიდან, როგორებიცაა: www.plannedparenthood.orgwww.who.intwww.nhs.ukwww.bpas.org და სხვ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლია გაეცნო ჩვენს სტატიებს: აბორტიხშირად დასმული კითხვები აბორტის შესახებ და აბორტის შემდეგ საკუთარ თავზე ზრუნვა.

წყარო: www.plannedparenthood.org