სექსი და შეზღუდული შესაძლებლობები

კატეგორია: სექსი

ეს არ არის სექსისა და შეზღუდული შესაძლებლობების ყოვლისმომცველი სახელმძღვანელო, რადგან 1) უბრალოდ, არ არის, 2) ასეთი რამ ვერასდროს ვერ იქნება. ეს სერიები, ისევე, როგორც მთელი შენი სექსუალური ცხოვრება, არის მიმდინარე პროცესი და დაუსრულებელი, მიმდინარე საუბარი. იმედი გვაქვს, ეს კარგი დასაწყისი იქნება შენთვის, რომელიც სექსსა და საკუთარ შეზღუდულ შესაძლებლობებზე დადებით წარმოდგენას შეგიქმნის.

სექსი და შეზღუდული შესაძლებლობები ხშირად არ გვხვდება ერთსა და იმავე წინადადებაში, თუმცა, როცა გვესმის, ხშირია გვერდზე გაპარებული მზერა და ნერვიული ხითხითი. ბოლოსდაბოლოს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ხომ არ არიან სექსუალურები.

ცდები, ცდები, ც-დ-ე-ბ-ი! (ასეთებიც არსებობენ, თუმცა არა იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ).

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აქვთ სხეული და ბევრ ადამიანს მოსწონს, სექსუალური იყოს, რადან ეს კარგია, სახალისოა, ეხმარება მათ სხვა ადამიანებთან სიახლოვეში ან უბრალოდ აინტერესებთ, რაზეა ამხელა აურზაური. სხვების მსგავსად, შენც გაქვს ავტონომია, თავად გადაწყვიტო, როდის და როგორ გქონდეს სექსი ან დაკავდე სხვა აქტივობებით.

ერთი რამ, რაც ყველაზე ხშირად მესმის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისგან, ის არის, რომ მათ აინტერესებთ სექსი, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ, სად უნდა წავიდნენ. ფიქრობენ, რომ ყველა დასცინებს, რადგან საკუთარი სექსუალობის შესწავლა უნდათ. ვეუბნები, რომ სისულელეა, საკუთარი სექსუალობით დაინტერესება არ არის უცნაური ან საზიზღარი მხოლოდ იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობა გაქვს. სრულებით შესაძლებელია, გქონდეს მრავალფეროვანი, მდიდარი, შესანიშნავი სექსუალური ცხოვრება, თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობა გქონდეს. და არ აქვს მნიშვნელობა, რა არის შენთვის სექსი ან რამდენი ადამიანი მონაწილეობს მასში. ამ სტატიაში ვაპირებთ სექსსა და შეზღუდულ შესაძლებლობებზე საუბარს, რადგან, როდესაც ადამიანები იაზრებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებსაც შეიძლება მოსწონდეთ სექსი, მათ ხშირად არ აქვთ ინფორმაცია, როგორ ხდება ეს ყველაფერი, რაც ცუდია.

სანამ დეტალებზე ვისაუბრებთ, უნდა გვახსოვდეს შემდეგი:

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შეუძლიათ და აქვთ სექსი.

გახსოვდეს, რომ „სექსი“ არ არის მხოლოდ პენისი ვაგინაში, მიუხედავად იმისა, რომ უმარავ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება. ადამიანის სექსუალობა წარმოუდგენლად და დაუჯერებლად მრავალფეროვანი რამ არის, რადგან გვხვდება სხვადასხვა ფორმისა თუ ზომის ადამიანი. შენ ხარ შენი სექსუალური ცხოვრების შემოქმედი, შენ თავად უწესებ საკუთარ თავს შეზღუდვებს და მხოლოდ შენ წყვეტ, ხარ თუ არა ამისთვის მზად.

შეზღუდული შესაძლებლობის დონის გათვალისწინებით, ადამიანს შეიძლება ძალიან დაეხმაროს ისეთი დამხმარე საშუალებები, როგორიცაა პანდუსები და უამრავი სხვა. მგრძნობელობის შეზღუდვის მქონე ან პარალიზებულ ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ ექსპერიმენტები, რომ გაარკვიონ, რა მოსწონთ. ადამიანებმა, ვისაც აქვს შემეცნებითი შეზღუდვები, რაც გავლენას ახდენს მათ შეგრძნებებზე, კომუნიკაციისა და ინფორმაციის გადამუშავების უნარზე, შეიძლება პარტნიორთან ერთად იმუშაონ კომუნიკაციისა და უცნაურ სიტუაციებთან გამკლავების ტაქტიკაზე. ზოგიერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის სათამაშო ან რაიმე სხვა ნივთი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს საკუთარი სექსუალობის გამოსახატავად. ამ მეთოდს „ადაპტირებას“ უწოდებენ და მასში უცნაური არაფერი არ არის — შეზღუდული შესაძლებობების არმქონე ადამიანებიც იყენებენ ასეთ ტექნიკას საკუთარი სექსუალობის გამოსახატავად.

რა თქმა უნდა, ამ ტექნიკის უარყოფითი მხარე ისაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებსაც ემართებათ სექსუალური გზით გადამდები ინფექციები და ზოგიერთი მათგანი შეიძლება დაორსულდეს კიდეც. უსაფრთხო სექსსა და თავის დაცვაზე აუცილებლად უნდა იზრუნო. საბედნიეროდ, არსებობს ვებ-გვერდი, სადაც ყველა ეს ინფორმაცია ერთადაა თავმოყრილი!

არაფერი არ არის უცნაური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის სექსუალობაში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთან სექსუალობა არაერთ კულტურაშია სტიგმატიზებული და უამრავი მიზეზი არსებობს, რატომ გვჯერა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არიან „უმანკო“  არსებები, რომლებიც უნდა დავიცვათ ცუდი გარემოსგან.

უნებლიე, სასიამოვნო სექსუალობაში ცუდი, უცნაური ან საზიზღარი არაფერია, თუნდაც შენი სხეული ყოველთვის იმას არ აკეთებდეს, რაც გენდომებოდა, რომ ექნა ან შენი ტვინი გეწინააღმდეგება, ან სხვა ადამიანები ცდილობენ შენი შეზღუდვის გამო სექსუალობისგან დაცლილად წარმოგაჩინონ. ერთადერთი, ვისაც უნდა რცხვენოდეს, არიან ისინი, ვისაც ჰგონიათ, რომ შეუძლიათ გიკარნახონ, როგორია შენი სექსუალობა, რადგან მათ დასკვნები გამოაქვთ იმაზე დაყრდნობით, როგორ მუშაობს შენი სხეული და ტვინი.

მართლაც, ამაში სიმართლის მარცვალიც არის. ზოგჯერ ადაპტაცია, რაც სექსს უფრო ხელმისაწვდომს, მხიარულსა და ძლიერს ხდის, შენ სასარგებლოდ მუშაობს – რადგან მეტად აცნობიერებ კომუნიაციისა და საშუალებებით სარგებლობის მნიშვნელობას.

შეზღუდული შესაძლებლობები არ ნიშნავს მარტოობას.

შეიძლება უკვე გსმენია, რომ, თუ სექსი გაინტერესებს, მარტომ უნდა იფრინო, რადგან არავის არ უნდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა. ძალიან ცდები!

უამრავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს ჰყავს პარტნიორი. ისინი ქორწინდებიან, ქმნიან ოჯახებს, აქვთ ყოველდღიური სექსი და ბევრად მეტი. ადამიანებს სჯერათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა არ შეიძლება, რაც სიცრუეა.

წყარო: www.scarleteen.com