როცა აცნობიერებ, რომ ტრანსგენდერი ხარ

კატეგორია: სოგი

როდესაც ბავშვი იბადება, ხშირად გვიხარია, რომ ბიჭი ან გოგოა. თუმცა ყველა არ ეთანხმება იმ სქესს, რომელიც შეხვდა, რაც სრულიად ნორმალურია.

ამ სტატიაში წარმოდგენილია სასარგებლო ინფორმაცია, რაც დაგეხმარება, თუ ფიქრობ, რომ ტრანსი ხარ ან გაინტერესებს, ხარ თუ არა.

რას ნიშნავს, იყო ტრანსი?

  • ტრანსი არის შემოკლებული ფორმა ტერმინებისა ტრანსგენდერი და/ან ტრანსსექსუალი. ეს ტერმინი შეიძლება გამოვიყენოთ საკუთარი გენდერული იდენტობის სხვადასხვა გამოვლინებების აღსანიშნავად;
  • ტრანსგენდერი არის ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა ან გამოხატულება განსხავდება მისი ბიოლოგიური სქესისგან ან მინიჭებული სტანდარტული კაცის/ქალის იდენტობისგან;
  • ტრანსსექსუალი არის ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა განსხვავდება დაბადებიდან მისთვის მინიჭებული ბიოლოგიური სქესისგან. ზოგიერთმა ტრანსსექსუალმა შეიძლება შეიცვალოს სქესი ოპერაციით, რომელიც ცნობილია სქესის შეცვლის ოპერაციის სახელით, ან ჰორმონების მიღებით. ეს პროცესი ცნობილია გარდასახვის სახელწოდებით.

ხშირად წარმოვიდგენ, რომ სხვა სქესის ვარ. ნიშნავს ეს, რომ ტრანსი ვარ?

შესაძლებელია. შენი ფანტაზიები საიმედო გზაა, უკეთ შეიცნო საკუთარი იდენტობა და გაიგო, რას გრძნობ საკუთარი გენდერული იდენტობისადმი. ისინი გეხმარება, მეტი გაიგო საკუთარ თავზე და იმაზე, რას ფიქრობ საკუთარ გენდერულ იდენტობაზე. ეს ნორმალურია და არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ტრანსი ხარ.

გახსოვდეს, მხოლოდ შენი გადასაწყვეტია, როგორ განსაზღვრავ საკუთარ გენდერულ იდენტობას, ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. აღნიშნული სტატია: საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გაგება.

როგორ გავიგო, ვარ თუ არა ტრანსი?

ეს არის კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა:

  • კომფორტულად ვგრძნობ თუ არა თავს ჩემს ბიოლოგიურ სქესთან?
  • კომფორტულად ვგრძნობ თუ არა თავს ჩემს სქესობრივ სხეულის ნაწილებთან (მაგ.: მაქვს თუ არა მკერდი და ვისურვებდი თუ არა, რომ არ მქონდეს)?
  • მენდომებოდა თუ არა მქონდეს სხეულის ნაწილები, რაც არ მაქვს?
  • რომელ გენდერში ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?

შესაძლებელია, იყო ტრანსი და გიზიდავდეს შენივე სქესის ადამიანი?

დიახ. გენდერული და სექსუალური იდენტობა ორი განსხვავებული რამაა.

ტრანსი ადამიანი შეიძლება იყოს გეი, ბისექსუალი, ლესბოსელი ან ჰეტეროსექსუალი.

როგორ აისახება ტრანსობა ჩემს ცხოვრებაზე?

იდეალურ სამყაროში ტრანსობა ნიშნავს, იცხოვრო შენი ცხოვრებით იმ სქესით/გენდერით, რომელიც შენთვის მისაღებია, სურვლის შემთხვევაში, გქონდეს წვდომა სხეულის შეცვლის საშუალებებზე.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ყოველთვის არ იღებს ტრანსებს და ტრანსფობიის გამო შეიძლება გახდე დისკრიმინაციის, ბულინგის ან ძალადობის მსხვერპლი.

თუ მამაკაცად დაიბადე და ქალი გახდი, შენი სექსიზმის გამოცდილება შეიძლება შეიცვალოს.

დისკრიმინაციის შიში ბევრ ტრანსს ხელს უშლის, ღიად გამოხატოს თავისი გენდერული იდენტობა.

ტრანსი ადამიანების თემი ეხმარება მათ, ვინც მსგავსი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა და მუშაობს ასეთი დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

უნდა შევიცვალო გარეგნობა?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის გაკეთება გინდა. თუ გინდა გარეგნობის შეცვლა, შეგიძლია გაითვალისწინო შემდეგი ვარიანტები:

  • შეცვალე სამოსი ან ვარცხნილობა;
  • მიიღე ჰორმონები, რათა შენი მეორადი სქესობრივი მახასიათებლები მეტად შეესაბამებოდეს შენს გენდერულ იდენტობას;
  • გაიკეთე ოპერაცია, რათა შეიცვალო გენიტალიები და სხვა მახასიათებლები;

ვიცი, რომ ტრანსი ვარ. შემდეგ რა ვქნა?

ეს შენზეა დამოკიდებული! გაცნობიერება, რომ ტრანსი ხარ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია თვითშეცნობისა და თვითშესწავლის გზაზე. თავად უნდა გადაწყვიტო, საით გინდა წასვლა.

რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იყოს:

  • მარტივად შეგიძლია იგივე აკეთო, რასაც აქამდე აკეთებდი;
  • თუ სწორად და უსაფრთხოდ თვლი, შეგიძლია დაიწყო საკუთარი თავის იმ გენდერში წარმოჩენა, რაც შეესაბამება თქვენს გენდერულ იდენტობას, საჯაროდ თუ პირად სივრცეში, მთელი დღე ან რამდენიმე საათის განმავლობაში;
  • შეიძლება გინდოდეს შენი გენდერული იდენტობის შესაბამისი გენდერით ცხოვრება უმეტესად ან მთელი ცხოვრება;
  • შეგიძლია შეიცვალო სახელი ან გენდერული ნაცვალსახელი;
  • შეგიძლია დაუკავშირდე სხვა ტრანს ახალგაზრდებს ან ზრდასრულებს;
  • შეგიძლია უფრო აქტიური გახდე საზოგადოებაში და ებრძოლო ტრანსფობიას ან იმუშაო საკუთარი სკოლის ან თემის ცხოვრებაში ტრანსების პრობლემების შეტანაზე;
  • შეგიძლია გაუმხილო მეგობრებს, ოჯახსა და თანატოლებს;
  • შეიძლება მოიძიო გარდასახვის სხვა ვარიანტები და პროცედურები სპეციალისტთან.
წყარო: teenhealthsource.com