როგორ გამოვხატო მხარდაჭერა პარტნიორის მიმართ, თუ მან აბორტი გადაწყვიტა?

კატეგორია: აბორტი

მნიშნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ნებისმიერი სახის სამედიცინო პროცედურა ბევრისთვის სტრესულია და ამ მხრივ, არც აბორტია გამონაკლისი. შენი პარტნიორი შეიძლება ნერვიულობდეს, თავს არაკომფორტულად გრძნობდეს, ან ეშინოდეს, ამიტომ შენი მხარდაჭერა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს ინფორმაცია შევაგროვეთ იმ ქალებისგან, რომლებსაც აბორტი აქვთ გაკეთებული. მომდევნო რჩევები მათ პასუხებზეა დაფუძნებული.

პრაქტიკული მხარდაჭერა:

  • გაეცანი აბორტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომ მზად იყო სალაპარაკოდ – თუ შენ პარტნიორს მოუნდება;
  • შესთავაზე საავადმყოფოში წაყვანა და პროცედურის შემდეგ სახლში წამოყვანა. მხარდაჭერის მიზნით, შეგიძლია საავადმყოფოში დარჩე – იმის მიხედვით, რა სახის პროცედურას იტარებს, შესაძლებელია პალატაში შეყოლის ნებართვაც მოგცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი ნომერი ექიმს, ან ექთანს დაუტოვე, რათა პროცედურის შემდეგ დაგიკავშირდნენ. თუ აბორტი ადგილობრივი ანესთიზიის ქვეშ ჩატარდა, პაციენტი 24 საათის განმავლობაში ვერ შეძლებს მანქანის მართვას;
  • შესთავაზე საოჯახო საქმეებში დახმარება;
  • შესთავაზე პროცედურასთან დაკავშირებული თანხების გაყოფა – ოპერაციის, სისხლის ანალიზების და აშ.

ემოციური მხარდაჭერა:

  • უთხარი, რომ მხარს უჭერ მის გადაწყვეტილებას – როგორც აბორტამდე, ისე აბორტის შემდეგ;
  • თუ საუბარი უნდა თავის გადაწყვეტილებაზე, მოუსმინე და არ განსაჯო.
  • თუ საუბარი ქირურგიულ აბორტზეა, შესაძლოა ნერვიულობდეს და არ იცოდეს რას ელოდოს პროცედურისგან, ამიტომ შენი მის გვერდით ყოფნა ძალიან დაეხმარება.

გახსოვდეს: კანონმდებლობით,  აბორტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებაყოველთვის ქალმა უნდა მიიღოს. თუმცა, შენი მხარდაჭერა და განუსჯელი ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია. მოუსმინე, როდესაც მზად იქნება ამაზე სალაპარაკოდ და დარწმუნდი, რომ სამედიცინო კუთხით სწორ ინფორმაციას იღებს. დაეხმარე ექიმისა და კლინიკის პოვნაში, ვინაიდან საქართველოში აბორტი მხოლოდ 12 კვირამდე კეთდება. რაც მალე ჩაიტარებს პროცედურას, გართულების მით უფრო ნაკლები რისკი იქნება. დაბოლოს, შენ პარტნიორს შეიძლება უნდოდეს აბორტის შემდეგ საუბარი, შეიძლება – არა. ნებისმიერ შემთხვევაში იყავი მის მიმართ გამგები და მზრუნველი, ეს მას ძალიან დაეხმარება.

წყარო: www.thewomens.org.au; www.childrenbychoice.org.au