ორსულობის ტესტი

კატეგორია: ორსულობა

დაორსულება შესაძლებელია ვაგინალური სექსით, როდესაც არ იყენებ კონტრაცეფციას ან ჩვეული კონტრაცეფციის მეთოდი არ მუშაობს.

ორსულობის ტესტის დროს უნდა მოშარდო პატარა პლასტმასის ჯოხზე ან პატარა ჭიქაში, რომელშიც მერე დებ ამ ჯოხს. ტესტი ამოწმებს ჰორმონს ქორიონიკულ გონადოტროფინს, რომელიც არის ორსული ადამიანის შარდში.

ორგანიზმში ამ ჰორმონის წარმოქმნას დრო სჭირდება, ამიტომ დაუცველი სექსის შემდეგ პირდაპირ ორსულობის ტესტის გაკეთებას აზრი არ აქვს. თუ უკვე ნერვიულობ ორსულობის რისკზე, სასურველია, გამოიყენო გადაუდებელი კონტრაცეფცია. ის მუშაობს დაუცველი სექსიდან 5 დღის განმავლობაში.

ზუსტი შედეგისთვის საჭიროა ტესტი დაუცველი სექსიდან 3 კვირის (21 დღის) შემდეგ გაიკეთო ან იმ დროს, როცა პერიოდი უნდა გქონოდა (რომელიც უფრო ადრე დადგება). თუ უფრო ადრე გაიკეთებ ტესტს, შეიძლება შარდში ჯერ არ იყოს ორსულობის ჰორმონი.

ტესტი გიჩვენებს „დადებით“ ან „უარყოფით“ პასუხს (შეამოწმე ინსტრუქციები ტესტის გაკეთებამდე, რათა გაიგო, როგორ გაიგო პასუხი).

თუ ტესტის პასუხი უარყოფითია

უარყოფითი პასუხი ნიშნავს, რომ შეიძლება ორსულად არ იყო, მაგრამ შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ჰორმონი ჯერ კიდევ არ არის შარდში. თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, მაგრამ პერიოდი ჩვეულ დროს არ იწყება, სასურველია, ხელმეორედ გაიკეთო ტესტი, რაც, როგორც წესი, პირველი ტესტიდან 1 კვირაში ხდება ხოლმე. თუ ღელავ, შეგიძლია მიხვიდე კლინიკაში და ტესტის შედეგზე ექიმს ან ექთანს დაელაპარაკო. ეს ხელსაყრელი დროა კონტრაცეფციაზე სასაუბროდაც, თუ დაორსულებას არ ცდილობდი.

თუ ტესტის პასუხი დადებითია

დადებითი შედეგი ნიშნავს, რომ ორსულად ხარ. მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მიხვიდე ექიმთან ან ექთანთან, რომლებიც გაგარკვევენ, რა ვარიანტები გაქვს. თუ ორსულად ხარ, შენ წყვეტ, გააჩენ ბავშვს თუ არა.

ტესტის დადებითი პასუხი თითქმის ყოველთვის სწორია. უარყოფითი პასუხი ნაკლებად საიმედოა. თუ უარყოფით პასუხს მიიღებ და მაინც ფიქრობ, რომ შეიძლება ორსულად იყო, დაელოდე 1 კვირა და ხელმეორედ სცადე.

წყარო: teenhealthsource.com