ნორმალური პენისი და სათესლე ჯირკვლები მაქვს?

კატეგორია: ჩემი სხეული

ყველას პენისი და სათესლე ჯირკვლები ოდნავ განსხვავდება. სქესობრივი მომწიფების პერიოდში შეიძლება გაიზარდოს ან ოდნავ შეიცვალოს ფერი. პენისის ზომაზე არ უნდა ინერვიულო, რადგან ნებისმიერი ზომა შეიძლება ნორმალური იყოს.

ნორმალური პენისი მაქვს?

პენისი ფიფქს ჰგავს: არ არსებობს ორი ერთნაირი პენისი. სქელი თუ თხელი, გრძელი თუ მოკლე, სწორი თუ ოდნავ მოღუნული — ყველას აქვს რაღაც სათქმელი პენისთან დაკავშირებით. ამიტომ, თუ არ გაწუხებს ან დისკომფორტს არ გიქმნის, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური პენისი გაქვს.

სქესობრივი მომწიფებისას პენისი იწყებს ზრდასა და დაგრძელებას. სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში ეს სხვადასხვა დროს იწყება. შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს შენს პენისს, რომ საბოლოო ზომას მიაღწიოს.

ზრდასრულების შემთხვევაში, პენისის საშუალო ზომა 6.3-12.5 სმ-ია, მოდუნებულ (რბილ) მდგომარეობაში. აღგზნებული (გამაგრებულ) მდგომარეობაში კი 12.5-17.5 სმ-ს აღწევს. მოდუნებულ მდგომარეობაში მყოფი პენისის სიგრძეზე არ არის დამოკიდებული, რამხელა იქნება იგი აღგზნებულ მდგომარეობაში. ზოგი პენისი ბევრად უფრო დიდია აღგზნებულ მდგომარეობაში, ზოგი კი თითქმის იგივე ზომის რჩება.

ბევრი ბიჭი ნერვიულობს საკუთარი პენისის ზომაზე, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთი, „ნორმალური“ ზომა. და მითი იმის შესახებ, რომ „დიდი ყოველთვის ჯობია“ არ არის სიმართლე. რიცხვებსა და ზომებზე გამოკიდებას ჯობია, შეიყვარო საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც არის. შეიძლება ჯერ კიდევ იზრდები, ამიტომ არ ინერვიულო.

ვერაფერს იზამ, რომ პენისის ზომა უსაფრთხოდ გაზარდო. პენისის გასაზრდელი აბები, კრემები და სხვა საშუალებები არ მუშაობს. ქირურგიული ოპერაცია კი ძვირია, ბევრ რისკს შეიცავს და დიდ სხვაობასაც არ იძლევა.

მთავარი ის არის, რომ ყველა პენისი განსხვავებულია. ის, თუ როგორ გამოიყურება შენი პენისი, არ განსაზღვრავს, რამდენად კარგი იქნება სექსი ან შენ რამდენად კარგი იქნები სექსში. შიეძლება სრულიად კარგი სექსუალური ცხოვრება გქონდეს, მიუხედავად იმისა, როგორი პენისი გაქვს.

რა სხვაობაა წინადაცვეთილ და წინადაუცვეთელ პენისს შორის?

დაბადებისას ყველა პენისს აქვს კანი (რბილი კანის ქსოვილის მილი, რომელიც ფარავს და იცავს პენისის მილებს). ზოგ მშობელს ურჩევნია, ქირურგიული ჩარევით მოაშოროს შვილს ეს წანაზარდი, რასაც წინადაცვეთა ჰქვია.

წინადაცვეთილ პენისს „გადჭრილსაც“ უწოდებენ. არ უნდა ინერვიულოთ იმაზე, წინადაცვეთილი ხარ თუ არა, ორივე სრულებით ნორმალურია. წინადაცვეთილიცა და წინადაუცვეთავი პენისიც ერთნაირად მუშაობს, უბრალოდნ ოდნავ სხვადასხვანაირად გამოიყურებიან.

წინადაცვეთილ პენისს თავზე კანი არ აქვს, ამიტომ ყოველთვის შეგიძლია დაინახო თავი, რომელიც სოკოს ჰგავს. წინადაუცვეთელ პენისს აქვს კანი, რომელიც ფარავს ამ თავს, როცა პენისი მოდუნებულ მდგომარეობაშია. როდესაც წინადაუცვეთელი პენისი აღგზნებულია, კანი უკან იწევს და პენისის თავი უკეთ ჩანს. წინადაუცვეთელი პენისის მქონე ადამიანები, როგორც წესი, კანს უკან წევენ მოშარდვის, დაბანის და/ან კონდომის გაკეთების შემდეგ.

ნორმალური სათესლე ჯირკვლები და სათესლე პარკი მაქვს?

ჯირკვლები არის სპერმის ქარხანა. სქესობრივი მომწიფების დროს სათესლე ჯირკვლები იწყებენ სპერმის გამომუშავებასა და შენახვას. ამის შემდეგ ისინი სპერმას 24/7 გამოიმუშავებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. სათესლე ჯირკვლებს უამრავი სამუშაო აქვთ! ისინი ასევე გამოიმუშავებენ ტესტოსტერონს — ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს სახეზე წვერის, უფრო დიდი კუნთების, ბოხი ხმისა და სექსუალური აქტივობის წარმოქმნას.

სათესლე ჯირკვლები არ არის მრგვალი, ისინი უფრო ოვალური ფორმისაა, კვერცხის მსგავასად. როგორც წესი, ადამიანს 2 სათესლე ჯირკვალი აქვს. უმეტეს შემთხვევაში, ერთი ჯირკვალი უფრო ქვემოთაა, ვიდრე მეორე, ერთი ჯირკვალი უფრო დიდია, ვიდრე მეორე. ზოგჯერ თანაბარიც გვხვდება, თუმცა ორივე ნორმალურია.

ტომსიკას, რომელშიც სათესლე ჯირკვლებია მოთავსებული, სათესლე პარსკ უწოდებენ, რაც არის შენი ორგანიზმის სპერმის დაცვის ავტომატური სისტემა. სათესლე პარკის კუნთები იცავენ სპერმას სათესლე ჯირკვლებში სპერმისთვის საჭირო ტემპერატურაზე. შეიძლება შეამჩნიო, რომ შენი სათესლე პარკი უფრო ქვემოთაა, როცა თბილად ხარ და ზემოთ იწევს, როგორც კი ორგანიზმს სცივა. პარკი და ჯირკვლები ხანდახან სხეულთან ახლოს მიდის ეაკულაციის დროს.

სათესლე პარკის ფერი სხეულის ფერზე ოდნავ მუქია, თუმცა ყოველთვის არა. ზოგიერთი ადამიანის სათესლე პარკი უფრო გრძელია და ქვემოთაა დაშვებული, სხვების უფრო ზემოთ ჰკიდია. პარკი ნაოჭებიანია და თმითაა დაფარული. ბევრ ადამიანს სათესლე პარკზე ან პენისზე აქვს უამრავი პატარა, უმტკივნეულო მუწუკი. ამ მუწუკებს ფორდისის ლაქებს უწოდებენ. ეს ლაქები სრულიად ნორმალურია და არ იწვევს ჯანმრთელობის არანაირ პრობლემას.

სათესლე ჯირკვლები და პარკი მგრძნობიარეა, მათი ნაზი შეხება შეიძლება სასიამოვნო იყოს. ბევრ ადამიანს მოსწონს, როდესაც სექსუალური აქტივობის დროს მათ სათესლე ჯირკვლებსა და პარკს ეხებიან. თუმცა სხვებისთვის ეს ნაწილი „ხელშეუხებელია“. შეგიძლია უთხრა სექსუალურ პარტნიორს, რა გსიამოვნებს, როცა ამის დრო მოვა.

სათესლე ჯირკვლები საკმაოდ მყიფეა. დარტყმა, გადაგრეხა ან უხეში შეხება შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს. როცა სპორტით ხარ დაკავებული, შეეცადე დაიცვა სათესლე ჯირკვლები.

კარგი იდეაა, საკუთარი სათესლე ჯირკვლების შეხება, რათა გაიგო, რა არის ნორმალური შენთვის, რაც დაგეხმარება, მიხვდე, თუ რამე შეიცვალა.

თუ ახალი კვანძი გაქვს, მწვავე ტკივილს გრძნობ, გექავება ან რამე სხვა ცვლილებას ამჩნევ სათესლე ჯირკვლებში ან პარკში, დაუყოვნებლივ მიდი ექიმთან, ექთანთან ან უახლოეს კლინიკაში. ეს შეიძლება იყოს სოკოს ტკივილი (სოკოვანი ინფექცია), უფრო სერიოზული დიაგნოზი შეიძლება იყოს ან სექსუალური გზით გადამდები დაავადება. მართალია, იშვიათად, მაგრამ ზოგ მოზარდს ემართება სათესლე ჯირკვლების სიმსივნე. ჯანმრთელობის შენარჩუნება შესაძლებელია რეგულარული შემოწმებითა და სათესლე ჯირკვლებში მიმდინარე ცვლილებებზე თვალყურის დევნებით.

წყარო: teenhealthsource.com