მოკლე ინფორმაცია კონტრაცეფციის შესახებ

კატეგორია: კონტრაცეფცია

ფიქრობ კონტრაცეფციაზე, მაგრამ არ იცი, რა ვარიანტები გაქვს? თუ გაქვს ვაგინალური სექსი და არ გინდა, რომ დაფეხმძიმდე, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, როგორ აიცილო არასასურველი ორსულობა თავიდან. ვაგინალური სექსი არის აქტი, როდესაც ვაგინაში ხდება რამის მოთავსება, როგორც წესი, ეს არის პენისი ან სექსუალური სათამაშო. თუ ვაგინალური სექსის დროს ვაგინაში ხდება პენისის მოთავსება, არსებობს ფეხმძიმობის შანსი. მეტი ინფორმაციისთვის გადახედე ჩვენს სტატიას: „როგორ ხდება ფეხმძიმობა?“

შენ გაქვს უფლება, მოიპოვო ინფორმაცია, შეიძინო და გამოიყენო კონტრაცეფცია. მნიშვნელოვანია, იცოდე რა სახის კონტრაცეფციის მეთოდები არსებობს, რათა შეარჩიო შენთვის მისაღები მეთოდ(ებ)ი. დღეს უკვე აღარ შემოვიფარგლებით მხოლოდ კონდომითა და სპირალით. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კონტრაცეფციის ბევრი მეთოდი არსებობს, საქართველოში მაინც შეზღუდულია არჩევანი, ამიტომ ამ ვებ-გვერდზე შეხვდებით ბევრ მეთოდს, თუმცა მივანიშნებთ იმასაც, რომელია ხელმისაწვდომი საქართველოში, რომლის ყიდვა შეიძლება ინტერნეტის საშუალებით და რომელი არ არის ხელმისაწვდომი ამჟამად საქართველოში მცხოვრებთათვის.

დაიმახსოვრე, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, რაც ადგებათ შენ მეგობრებს, შეიძლება შენთვის არაეფექტური აღმოჩნდეს. შეიძლება რამდენიმე მეთოდის შემოწმება მოგიწიოს იმისთვის, რომ შენთვის სასურველი აღმოაჩინო.

სანამ კონტრაცეფციის მეთოდების შერჩევას დაიწყებ, კარგი იქნება, თუ რამდენიმე საკითხზე დაფიქრდები:

  • რამდენად კარგად უნდა იმუშაოს? (დაიმახსოვრე, არცერთი მეთოდი არ იძლევა დაცვის 100%-იან გარანტიას);
  • რამდენი მაქვს ფული? (თუ ფული პრობლემაა, შეამოწმე ეს ლინკი: ანონიმური  და უფასო კონსულტაცია;
  • შემიძლია კონტრაცეფციისთვის კლინიკას მივაკითხო?
  • ჩემთვის მისაღებია ექიმთან გამოკვლევაზე მისვლა?
  • ჩემთვის მისაღებია ჰორმონალური კონტრაცეფციის მეთოდის გამოყენება?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, გაეცანი ამ განყოფილების სხვა სტატიებს.

წყარო: teenhealthsource.com