მაქვს სგგი?

კატეგორია: სგგი

ეჭვი გაქვს, რომ შეიძლება სექსუალური გზით გადამდები ინფექციები გქონდეს? გახსოვდეს, რომ უმეტესად ამ ინფექციებს არ აქვთ ისეთი სიმპტომები, რომლის შემჩნევაც ასე ადვილია. თუ ფიქრობ, რომ შესაძლებელია სგგი გქონდეს, რეკომენდებულია, რომ შენც და შენმა პარტნიორ(ებ)მაც ანალიზები ჩაიტაროთ. მხოლოდ ასე გეცოდინება დაზუსტებით შენი მდგომარეობა.

რჩევა: გახსოვდეს, რომ ის სიმპტომები, რომელიც სგგი გგონია, შეიძლება სულ სხვა რამით იყოს გამოწვეული. ეს სიმპტომები სგგი რომც იყოს, რაც უფრო მალე აიღებ ანალიზებს, მით უფრო მალე მოხდება მკურნალობა.

იმისთვის, რომ მეტი იცოდე სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებზე, პირველ რიგში, შეისწავლე საკუთარი სხეული და იცოდე, რა არის შენთვის ნორმალური, რათა, თუ რამე ცვლილებები იქნება, ადვილად შეამჩნიო ისინი. იცოდე, როგორ გამოიყურება შენი გენიტალიები, რა სახის სუნი ახასიათებს. სარკე დაგეხმარება, ნახო, როგორ გამოიყურება შენი გენიტალიები. ყურადღება მიაქციე ცვლილებებს, პენისიდან ან ვაგინიდან უცნაური გამონადენის შემთხვევაში, უმჯობესია, მიმართო ექიმს.

თუ სექსუალურად აქტიური ხარ, რეკომენდებულია, რომ რეგულარულად გაიარო შემოწმება. დაელაპარაკე შენს ექიმს საჭირო ანალიზების სიხშირის შესახებ.

გახსოვდეს, რაც უფრო მალე მიმართავ ექიმს, მით უფრო მალე მოხდება მკურნალობა და, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მათი გაქრობა (მაგალითად, ჰერპესი და ადამიანის პაპილომა ვირუსი).

წყარო: teenhealthsource.com