კონდომით სექსი სხვანაირია?

კატეგორია: კონტრაცეფცია

ვისაც არ უნდა ჰკითხო, უმრავლესობა გეტყვის, რომ „დიახ, კონდომით სულ სხვა შეგრძნებაა“. თუმცა სულ სხვადასხვაგვარ ახსნას მოისმენ. ზოგი ფიქრობს, რომ უკეთესია, ზოგი პირიქით – უარესია.

ზოგი ამბობს, რომ სექსი კონდომით უკეთესია, რადგან შეუძლიათ მოდუნდნენ და არ ინერვიულონ ფეხმძიმობასა და სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებზე. ზოგს იმიტომ მოსწონს კონდომის გამოყენება, რომ სხვადასხვაგვარი შეგრძნებების განცდა შეიძლება.

ერთი პრობლემა, რაც ყველასთვის საერთოა, ისაა, რომ „ვერაფერს გრძნობ“. ზოგ კაცს მოსწონს კონდომის გამოყენება, რადგან ორგაზმი „უფრო დიდხანს გრძელდება“, ან მათ მოსწონთ რეზინის კონდომის შეგრძნებები. ზოგიერთი გოგო და ბიჭი ამბობს, რომ პარტნიორებისგან თავს დისტანცირებულად გრძნობენ, როცა კონდომს იყენებენ. მაგრამ ის  გიცავს შენ და შენს პარტნიორს, ამიტომ ამან უფრო უნდა დაგაახლოვოთ.

კონდომის უამრავი ბრენდი და სახეობა არსებობს. თუ განსხვავებული შეგრძნებები გაღელვებს ან გეშინია, კონდომმა აქტი არ გაგიფუჭოთ, შეგიძლია არჩევანი პოლიურეთანის კონდომზე შეაჩერო. პოლიურეთანი უკეთ ატარებს სხეულის ტემპერატურას და სექსიც უფრო „მტკნარია“. შეგიძლია სცადო თხელი ლატექსის კონდომიც, მაგალითად, ტროიანის ულტრა თხელი. შეიძლება სცადო ერთი წვეთი წყალზე დამზადებული ლუბრიკანტის ჩასხმა კონდომში, რომ უფრო ადვილად ჩამოსრიალდეს პენისზე.

თუ წინადაცვეთილი არ ხარ და ტკივილს გრძნობ კონდომის გაკეთებისას, შეიძლება ნაწიბურები გქონდე პენისის თავსა და ტანს შორის, რომლის მოშორებაც ადვილია ექიმის დახმარებით.

თუ მათ რიგებს განეკუთვნები, ვინც ნაკლებ სიამოვნებას იღებს ორალური, ვაგინალური ან ანალური სექსის დროს კონდომი გამოყენებისას, შეგიძლია გამოიყენო ლუბრიკანტი, რათა თავი დაიცვა კონდომსა და კანს შორის ხახუნით გამოწვეული დაზიანებებისგან. დარწმუნდი, რომ შენი პარტნიორი იყენებს სწორი ზომის კონდომს. არსებობს განსხვავებული ფორმისა და ზომის კონდომები, ამიტომ გაეცანი ყველა ეტიკეტს და იპოვე ისეთი, რომელიც ყველაზე კარგად მუშაობს შენთვისაც და შენი პარტნიორისთვისაც. ორალური სექსის დროს შეგიძლია გამოიყენო სურნელოვანი კონდომები.

დაბოლოს, თუნდაც ოდნავ მაინც უცნაური შეგრძნება იყოს, გახსოვდეს, რომ მხოლოდ კონდომი გიცავს სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისგან, როგორიცაა, მაგალითად, აივ ინფექცია. რაც შეეხება ჰეტეროსექსუალ წყვილებს, კონდომი „ორმაგ მოვალეობას“ ასრულებს და გიცავთ ორსულობისგან.