ერექცია

კატეგორია: ჩემი სხეული

მიუხედავად იმისა, რომ „ძვალს“ ეძახიან, ერექციულ (გამაგრებულ) პენისს ძვალთან საერთო არაფერი აქვს. ერექცია აქვს ადამიანს, რომელსაც აქვს პენისი. ერექცია ჯერ კიდევ ბავშვობაში იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება.

შეამჩნიე, რომ ერექცია სულ გაქვს? გაინტერესებს, რამდენად ხშირად უნდა გქონდეს ერექცია ან რატომ გაქვს? ეს სტატია დაგეხმარება ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში.

რა ხდება ერექციის დროს?

  • როდესაც აღგზნებული ხარ, ზურგის ტვინი გადასცემს მესიჯს, რომლის თანახმადაც სისხლით ივსება პენისის სისხლძარღვები და ღრუბლის მსგავსი ქსოვილი (ე.წ.corpus cavernosum);
  • როდესაც სისხლი შედის პენისში, კუნთები იკუმშება, რის გამოც სისხლი ვეღარ გამოდის.

როგორ გამოიყურება ერექციული პენისი?

  • აღგზნებული პენისი უფრო ფართო, მაგარი და, როგორც წესი, უფრო გრძელია, ვიდრე მოდუნებულ/ჩვეულებრივ მდგომარეობაში;
  • ერექციის დროს პენისი აღარ ჰკიდია მოშვებულად, შეშდება და აღიმართება სხეულის საწინააღმდეგო მიმართულებით;
  • აღგზნებული პენისი შეიძლება იდგეს პირდაპირ, ზედა ან ქვედა მიმართულებით. ის შეიძლება გადაიხაროს ზევით ან ქვევით.

როდის ხდება ერექცია?

  • როგორც წესი, ერექცია ხდება, როცა აღგზნებული ხარ. ეს შეიძლება გამოიწვიოს პენისის შეხებამ ან უბრალოდ სექსუალურმა ფიქრებმა;
  • როცა მოზარდი ხარ, ძალიან ჩვეულებრივია ერექციის ქონა, თუნდაც აღგზნებული არ იყო ან პენისს არ ეხებოდე. ეს სრულებით ნორმალურია და დროთა განმავლობაში უფრო ნაკლებად მოხდება;
  • შეიძლება უამრავი შემთხვევითი ერექცია გქონდეს, რასაც იწვევს ორგანიზმში ჰორმონ ტესტოსტერონის დონის სწრაფი ცვლა;
  • არცერთ ასაკში არ არის უჩვეულო, თუ ერექციით იღვიძებ;
  • ის ფაქტი, რომ ერექცია გაქვს, სულაც არ ნიშნავს, რომ სექსზე თანახმა ხარ ან არ ხარ, ან საერთოდ გინდა სექსი.

ძალიან ბევრი ერექცია მაქვს?

  • არა! ყველა ადამიანი განსხვავებულია. ბევრს იმაზე მეტი ერექცია აქვს, ვიდრე სხვებს;
  • შემთხვევითი ერექციები ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო ნაკლებად მოხდება.

რა გავაკეთო, რომ ერექცია არ მქონდეს?

  • სცადე მასტურბაცია (პენისის შეხება ან ხახუნი), სანამ ორგაზმი არ გექნება. ერექცია მალევე გაივლის ამის შემდეგ;
  • დაელოდე, როდის გაივლის. როგორც კი შეწყვეტ პენისის შეხებას ან სექსუალურ ფიქრებს, სისხლი ნელნელა თავისით გაიწოვება;
  • მოულოდნელი ერექციები სულ უფრო იშვიათად გექნება, რადგან შენი სხეული შეეჩვევა იმ ცვლილებებს, რასაც გადიხარ;
  • თუ ღელავ, სხვა ადამიანებმა არ შეამჩნიონ შენი დაუგეგმავი ერექციები, შეგიძლია დაფარო საქაღალდით, წიგნით, მაისურით, დადგეთ კედლის პირისპირ, ერთი ფეხით იატაკზე დადგე, მეორეთი კი კედელს მიეყრდნო. შეგიძლია უფრო კრეატიული გზებიც მოიფიქრო.

რა მოხდება, თუ არ გავათავებ?

  • თუ არ გაათავებ, შეიძლება სათესლე ჯირკვლები ხანდახან გტკიოდეს.

შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი (მაგალითად,  ტრანსგენდერები) საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს, ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

წყარო: teenhealthsource.com