ეაკულაცია და სველი სიზმრები

კატეგორია: ჩემი სხეული

წვენი, გასროლა, დაცლა… არ აქვს მნიშვნელობა, რას ეძახი. თუ პენისი გაქვს, დიდი შანსია, შეგიძლია ეაკულაცია. ეს სრულებით ნორმალური და შესანიშნავი შეგრძნებაა!

ვაგინის მქონე ადამიანსაც შეუძლია ეაკულაცია, თუმცა ამ სტატიის თემა პენისით ეაკულაციაა.

რა არის ეაკულაცია?

  • ეაკულაციის დროს, კუნთები გამოყოფენ სითხეს, რომელიც შარდსაწვეთის გავლით გამოდის პენისის თავზე;
  • ეს, როგორც წესი, ხდება პენისის შეხების, სტიმულირების, სექსუალური ფიქრების ან სიზმრების შემდეგ;
  • ეაკულაციის დროს, როგორც წესი, შენ განიცდი ორგაზმს, თუმცა შეიძლება ყოველთვის ასე არ მოხდეს.

რა არის ორგაზმი?

  • ორგაზმი არის სექსუალური სიამოვნების პიკი და, როგორც წესი, გულისხმობს კუნთების შეკუმშვას. ამ დროს შენი სქესობრივი ორგანოებისა და ქვედა კიდურის კუნთები და ანუსი იკუმშება;
  • ორგაზმი შეიძლება ძალიან ინტენსიური იყოს და ისეთი შეგრძნება დაგეუფლოს, რომ მთის მწვერვალზე ადიხარ;
  • ორგაზმის დროს შენს ტვინში გამოიყოფა ენდორფინები, რაც გაბედნიერებს, გადუნებს და კარგ ხასიათზე გაყენებს;
  • სექსზე მეტი ინფორმაციისთვის გადახედე ჩვენი სექსის განყოფილებას.

შესაძლებელი ორგაზმი ეაკულაციის გარეშე?

  • დიახ, შესაძლებელია ორგაზმი ეაკულაციის გარეშე, თუმცა ეს ხშირი არ არის.

შესაძლებელია ეაკულაცია ორგაზმის გარეშე?

  • დიახ, შესაძლებელია ეაკულაცია ორგაზმის გარეშე.

რა არის სპერმა?

  • ორგანიზმის სხვა სითხეების მსგავსად, სპერმა არის მოთეთრო (მოყვითალო) წებოვანი სითხე, რომელიც შეიცავს სპერმას (უჯრედები, რომელთაც შეუძლია ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერება და დაფეხმძიმება);

რა არის ეაკულაციის წინა სითხე?

  • ეს არის სითხე, რომელიც გადმოდის შენი პენისის თავიდან, როცა აღგზნებული ხარ;
  • ეს შეიძლება იყოს სითხის რამდენიმე წვეთი.ე

 

შეიცავს ეაკულაციის წინა სითხე სპერმას?

  • ეაკულაციის წინა სითხე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცავს სპერმას, თუ შარდსაწვეთში დარჩენილია სპერმა. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ახლახან გქონდა ეაკულაცია და მას შემდეგ არ მოგიშარდავს;
  • თუ მოშარდე, მაშინ შარდი სპერმას შარდსაწვეთიდან გამოდევნის. თუ არ მოგიშარდავს, მაშინ ეს სითხე სპერას გამოდევნის;
  • არსებობს შანსი რომ ეაკულაციის წინა სითხე მაინც შეიცავდეს სპერმას, თუნდაც მცირე რაოდენობით, ამიტომ კონდომის გამოყენება რეკომენდირებულია სექსუალური აქტივობის დაწყებისთანავე. სწორედ ამიტომ არ არის „გამოღების“ მეთოდი სანდო თავდაცვის საშუალება.

ეაკულაციის წინა სითხე შეუძლია გაავრცელოს სექსუალური გზით გადამდები ინფექციები?

როდის ხდება ეაკულაცია?

  • ეაკულაცია, როგორც წესი, ხდება, როდესაც გაქვს ორგაზმი, თუმცა ყოველთვის შეიძლება არ მოხდეს;
  • ორგაზმი შეიძლება გქონდეს სექსუალური აქტის, ძილის ან სველი სიზმრების ნახვის დროს.

როდის დავიწყებ ეაკულაციას?

  • პირველი ეაკულაცია ყველას სხვადასხვა ასაკში აქვს. როგორც წესი, ეს შეიძლება მოხდეს 12-14 წლის ასაკში;
  • ადამიანებს ხშირად პირველი ეაკულაცია აქვთ მასტურბაციის ან ძილის დროს.

რა არის ნაადრევი ეაკულაცია?

  • როდესაც ვერ აკონტროლებ, როდის გქონდეს ეაკულაცია და ეს იმაზე ადრე ხდება, ვიდრე უნდა ხდებოდეს;
  • ნაადრევი ეაკულაცია სრულებით ნორმალურია და ნებისიმიერ ასაკში შეიძლება მოხდეს.

შემიძლია ვაკონტროლო, როდის და როგორ ხდება ეაკულაცია?

  • რაც უფრო იზრდები, მით უკეთესად ახერხებ საკუთარი ეაკულაციის კონტროლს;
  • ივარჯიშე ეაკულაციის დაწყებასა და დასრულებაში, როცა მასტურბირებ. როდესაც აღგზნებული ხარ და ხვდები, რომ ათავებ, შეწყვიტე მასტურბაცია და შეეცადე, სპერმა შეაკავო. შეაკავე სპერმა რამდენიმე წუთი და განაგრძე მასტურბაცია და შეკავება, სანამ მზად არ იქნები, რომ გაათავო;

რა არის სველი სიზმრები?

  • როდესაც ძილში ხდება ეაკულაცია, მას სველ სიზმრებს ეძახიან;
  • როგორც წესი, მას ახლავს სექსუალური სიზმრები;
  • სველი სიზმრები მართლაც ხშირია ახალგაზრდებში და უფრო იშვიათად ხდება მოზრდილ ასაკში;
  • სველ სიზმრებზე არ უნდა ინერვიულო. თან სექსუალური სიზმრები შეიძლება სახალისო და სასიამოვნოც იყოს!
  • ვინმეზე სველი სიზმრების ნახვა სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი გიზიდავს.

სულ სველ სიზმრებს ვხედავ და ნორმალურია?

  • დიახ, სრულებით ნორმალურია, ხშირად ხედავდე სველ სიზმრებს!
  • როცა გაიზრდები და შენი ჰორმონებიც დალაგდება, დიდი შანსია, სულ უფრო იშვიათად გქონდეს სველი სიზმრები.

შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი (მაგალითად,  ტრანსგენდერები) საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს, ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

წყარო: teenhealthsource.com