გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები

კატეგორია: კონტრაცეფცია

რა არის გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები?

გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები არის ტაბლეტები, რომლის მიღება შესაძლებელია სექსუალური აქტიდან 5 დღის განმავლობაში, თუმცა, მეტი ეფექტურობისთვის, სასურველია, აბი დაუყოვნებლივ მიიღოთ.

არსებობს რამდენიმე სახის გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები.

როგორ მოქმედებს აბები?

იმისთვის, რომ დადგეს ორსულობა, საჭიროა, ვაგინაში მოხვდეს სპერმა, რომელიც გადაადგილდება მაღლა, საშვილოსნოს ყელისკენ და გაანაყოფიერებს ოვულაციის დროს საკვერცხეებიდან გამოთავისუფლებულ კვერცხუჯრედს, რომელიც ფალოპის მილის გავლით გადაადგილდება საშვილოსნოში. გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები ხელს უშლის ოვულაციას, ანუ კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას საკვერცხეებიდან. აბები ზეგავლენას ვერ მოახდენს უკვე არსებულ ორსულობაზე, ის მხოლოდ ახალი ორსულობის დადგომას უშლის ხელს.

რამდენად ეფექტურია გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები?

ზოგადად, აბები მოქმედებს სექსუალური აქტიდან 72-120 საათის განმავლობაში, თუმცა, რაც უფრო სწრაფად მოხდება მათი მიღება, მით უფრო ეფექტური იქნება შედეგი.

თუ აბს სექსუალური აქტიდან 24 საათის განმავლობაში მიიღებთ, მისი ეფექტურობა 95%-ია.

როდის შემიძლია გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენება?

მნიშვნელოვანია, იცოდე, რომ ეს აბები არ არის მუდმივი კონტრაცეფციის საშუალება. არ არის სასურველი ამ აბების მუდმივად მიღება. გადაუდებელი კონტრაცეფცია შეგიძლია გამოიყენო, თუ:

  • გაიხა კონდომი;
  • დაგავიწყდა ყოველდღიური ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება;
  • არ მოხდა არანაირი კონტრაცეფციის მეთოდის გამოყენება სექსუალური აქტივობისას;
  • შეწყვეტილი აქტის მეთოდი ცუდად დამთავრდა და სპერმა მოხვდა ვაგინაში.

გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები იყიდება აფთიაქებში. სასურველია, შეძენისას გაეცნო ინსტრუქციას, კითხვების შემთხვევაში კი, მიმართო ფარმაცევტს.

რა უნდა მახსოვდეს?

აუციებელია, იცოდე, რომ გადაუდებელი კონტრაცეფიის აბები ვერ შეცვლის მუდივი კონტრაცეფციის მეთოდებს, როგორიცაა, მაგალითად, კონდომი, აბები, საშვილოსნოს შიდა სპირალი და ა.შ.

წყარო: teenhealthsource.com