აბორტის შემდეგ საკუთარ თავზე ზრუნვა

კატეგორია: აბორტი

აბორტის შემდეგ ყველას სხვადასხვა რეაქცია აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, თავს როგორ გრძნობ ფიზიკურად ან ემოციურად, საკუთარ თავზე უნდა იზრუნო.

როგორ უნდა ვგრძნობდე თავს ემოციურად აბორტის შემდეგ?

  • არ არსებობს სწორი ემოციური მდგომარეობა აბორტის შემდეგ;
  • შეიძლება ძლიერი ემოციები გქონდეს ან საერთოდ არაფერს გრძნობდე;
  • შეიძლება მოგეშვას, შეიძლება დანაკარგის გრძნობა დაგეუფლოს, დასევდიანდე, გაბრაზდე ან თავს დამნაშავედ გრძნობდე;
  • შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რამეს გრძნობდე ან დაბნეული იყო და არ იცოდე, რას გრძნობ.

აბორტის შემდეგ

აბორტის შემდგომ მოვლაზე ინსტრუქციები განსხვავდება. აქ წარმოგიდგენთ იმ ზოგად ინფორმაციას, რა უნდა გააკეთო აბორტის შემდეგ:

  • აბორტიდან 1-2 კვირა (ფეხმძიმობის ქსოვილის სამედიცინო აბორტის შედეგად გამოდევნიდან 1-2 კვირაში) ინფექციის რისკი შეგიძლია შეამცირო, თუ:
  • ვაგინაში არ მოათავსებ არაფერს, მათ შორის არც თითს, სათამაშოს, პენისს, ტამპონს;
  • არ დაჯდები წყალში (მიიღებ შხაპს აბაზანის ნაცვლად, არ იცურავებ, არ მიღებ ცხელ აბაზანას ან ჯაკუზის);
  • ინფექციის ნიშანი შეიძლება იყოს სიცხე, დაბალი აბდომინალური დაჭიმულობა და ვაგინალური გამონადენი. თუ აქედან რომელიმე სიმპტომი გაქვს, მიდი ექიმთან. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი ინფექციები ადვილად იკურნება;
  • გააგრძელე ჩვეულებრივი ცხოვრება. შეეცადე, არ ასწიო მძიმე ან არ დაკავდე აერობიკით აბორტიდან 24 საათის განმავლობაში (სამედიცინო აბორტის დროს, ორსულობის ქსოვილის ამოღებიდან 24 საათის განმავლობაში). ბევრი ადამიანი იმავე დღეს უბრუნდება სამუშაოს (ან ორსულობის ქსოვილის ამოღების დღესვე), ზოგს კი დასვენება სჭირდება. დაუბრუნდი ჩვეულ საქმიანობას, როცა ამისთვის მზად იქნები, მოუსმინე საკუთარ სხეულს;
  • მომდევნო მენსტრუალური პერიოდი: თუ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალურ აბებს არ იღებ, მომდევნო პერიოდი აბორტიდან 4-6 კვირაში დაგეწყება;
  • ტკვილი აბორტის შემდეგ ნორმალურია. ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ აქვს ტკივილი. შეიძლება მოვლითი ტკივილები გქონდეს პროცედურიდან 2-3 კვირის განმავლობაში. შეიძლება ტკივილი ან დაჭიმულობა გქონდეს მუცლის ქვედა, წელის ან შიდა ბარძაყების არეში. შეგიძლია გამოიყენო ცხელი წყლის ბოთლი ან ექიმს ჰკითხო ტკივილგამაყუჩებლის დალევაზე;
  • სისხლდენა აბორტის შემდეგ ნორმალურია. ზოგ ადამიანს აბორტის შემდეგ ეწყება სისხლდენა და 3 კვირა გრძელდება. ალკოჰოლმა, სიმძიმეების აწევამ, მარიხუანის მოწევამ შეიძლება გააძლიეროს სისხლდენა. თუ ერთ საათში რამდენიმე საფენს იყენებ, დაუყოვნებლივ მიმართე ექიმს;
  • ფეხმძიმობის ნიშნები აბორტიდან 1 კვირაში აღარ გექნება. როგორც წესი, ორსულობის ნიშნებიდან პირველი გულისრევის შეგრძნება ქრება;
  • აბორტის შემდგომი შემოწმება: ექიმების უმეტესობა რეკომენდაციას უწევს პაციენტს, ქირურგიული აბორტიდან 2-3 კვირაში კვლავ გაესინჯოს ექიმს.

სასარგებლო რჩევები

ალკოჰოლის მიღებამ, სიმძიმის აწევამ, მარიხუანის ან ისეთი სამედიცინო საშუალებების მიღებამ, როგორიცაა მიდოლი, პონსტანი ან ანაპროქსი, შეიძლება გაზარდოს აბორტის შედმგომი სისხლდენა. თუ ერთ საათში რამდენიმე საფენს იცვლი ან ერთი დიდი საფენი გჭირდება, დაუყოვნებლივ მიდი ექიმთან.

მკერდი მტკივა და გამიდიდდა. რა გავაკეთო?

  • შეიძლება აბორტის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მკერდი გტკიოდეს, გაგიდიდდეს ან კერტებიდან სითხე გდიოდეს;
  • არ დააწვე, არ დაამასაჟო და არ დაიზილო მკერდი;
  • ეცადე, ატარო მჭიდრო სპორტული ბიუსტჰალდერი. დღეში რამდენჯერმე, 10-20 წუთის განმავლობაში მკერდზე ყინული დაიდე.

ისევ უნდა მივიდე ექიმთან?

  • ექიმების უმეტესობა გირჩევს, ქირურგიული აბორტიდან 2-3 კვირაში ან სამედიცინო აბორტიდან 1-2 კვირაში კვლავ მიხვიდე ექიმთან.

შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი (მაგალითად,  ტრანსგენდერები) საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს, ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

წყარო: teenhealthsource.com